ხშირად დასმული კითხვები

რა სახის მომსახურებას გთავაზობთ SACH-ში?

  • სწორი უნივერსიტეტის შერჩევა  
  • სააპლიკაციო პროცესის გამარტივება    
  • დაფინანსების მოპოვება 
  • სავიზო პროცედურების გავლა და გამარტივება

როდის უნდა დავიწყოთ მზადება საზღვარგარეთ სწავლისთვის?

საზღვარგარეთ სწავლისთვის მზადების დაწყება არასდროსაა გვიანი, თუმცა იმისათვის, რომ პროცესი სასიამოვნო იყოს უმჯობესია მოსწავლემ 1 წლით ადრე მოგვმართოს, რათა სწორად შევარჩიოთ სასურველი უნივერსიტეტი, მოვაწესრიგოთ ყველა საბუთი და თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევები.

შემიძლია თუ არა უნივერსიტეტში გამგზავრების შემდეგ ისევ დაგიკავშირდეთ?

დიახ, SACH - ის გუნდი მზად არის საზღვარგარეთ გამგზავრების შემდგომაც ყველანაირად დაგეხმაროთ. 

რა დახმარებას გთავაზობთ საზღვარგარეთ ჩასვლის შემდეგ?

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ გამგზავრებასთან დაკავშირებულ საკითხებში, თვითმფრინავის ბილეთის მოძიებასა და ხოვრებელი ადგილის პოვნაში. 

როგორ დავნიშნოთ საკონსულტაციო შეხვედრა?

შეხვედრის დანიშვნა შესაძლებელია, როგორც ვებსაიტის საშუალებით, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით, სადაც შეგიძლიათ მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ, რის შემდეგაც თქვენ სასურველ დროს დავნიშნავთ შეხვედრას.

ეხმარებით თუ არა დაფინანსების მოპოვებაში?

ჩვენი მიზანია საზღვარგარეთ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამიტომაც ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ეცდება დაფინანსება მოგაპოვებინოთ.

ეხმარებით თუ არა სავიზო პროცედურებში?

ჩვენი მიზანია ნებისმიერ მსურველს მაქსიმალურად გავუმარტივოთ საზღვარგარეთ სწავლისთვის მოსამზადებელი პროცესი, რაც გულისხმობს სავიზო პროცედურების მომზადება/გავლას.